საზმაუს გენდირექტორი მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

თინათინ ბერძენიშვილის გარდა, კონკურსში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და ჟურნალისტი ირმა სოხაძე მონაწილეობდნენ. ლაგაზიძემ 1 ხმა მიიღო, ხოლო სოხაძეს მხარი სამეურვეო საბჭოს არც ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს
შემდეგი სტატიაანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია