გიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს

იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდუბე-ჩუღურეთში იგივე შეცდომას არ დაუშვებს, რაც დაუშვა ისანში, ეს მათ იმიჯზე ცუდად იმოქმედებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ, „სტრატეგია“ აღმაშენებლის გუნდს გვაქვს აღმშენებლობის სტრატეგია და ვერავინ გადაგვიყვანს ამ მოქმედებიდან, რომ ხალხს ავუხსნათ, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ კინკლაობას და მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებით ერთმანეთს. არ არის ჩვენი მიზანი ერთმანეთი ჩავძიროთ. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ საერთო ენა“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაზმაუს გენდირექტორი მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი გახდა