საზღვრისპირა სოფელ წყოუშის სკოლაში 11-მა მოსწავლემ გადმოლახა საზღვარი და შეუდგა სასწავლო პროცესს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში 302 პირველკლასელი იწყებს სწავლას.საერთო მონაცემებით 30 საჯარო სკოლაში 3595 მოსწავლეა. საზღვრისპირა სოფელ წყოუშის სკოლაში 11-მა მოსწავლემ გადმოლახა საზღვარი და შეუდგა სასწავლო პროცესს. საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, პროგრამები. ასევე ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცემა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ ერთად, სკოლებში კიდევ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა. სკოლა თავად წყვეტს, რომელ სახელმძღვანელოს გამოიყენებს მოსწავლეებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად.
2019-2020 სასწავლო წლისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 საჯარო სკოლას, დანარჩენ სკოლებშიც განხორციელდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

დღესვე საჩინოს #1 საჯარო სკოლის უხუცეს პედაგოგს,ციალა კვარაცხელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ვოლსკიმ და ზოგადად “ოცნებამ” რუსეთში მყოფი ქართველები მძევლად აქცია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია- ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს სულ უფრო მეტ შედეგს მოუტანს