სავიზო რეჟიმის გამარტივება ვერ შეცვლის სახელმწიფოებრივ ინტერესებს – ფიქრია ჩიხრაძე რუსეთის ინიციატივას ეხმაურება

რუსული ვიზების გაცემის გამარტივებას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი. ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ილუზიები არ უნდა შეუქმნას მოქალაქეებს პოზიტიურ ძვრებზე.

მისი თქმით, საქართველოსთვის კვლავაც პრინციპულ და პრობლემურ საკითხებად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები. ის ასევე განმარტავს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება ვერ შეცვლის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

“სავიზო რეჟიმი შესაძლოა არის შემარბილებელი, კარგი ზომა, ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინტერესები ამის გამო უკანა პლანზე იყოს გადაწეული,” – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში“სამართლიან არჩევნებში” საჯარო მოხელეთა ატესტაციისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასინოდის სხდომის განჩინება დღეს გახდება ცნობილი