სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა

უკრაინის რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დეპუტატს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, განაცხადა, რომ ის შიმშილობას იწყებს -ინფორმაციას უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. სახალხო დეპუტატმა რუსეთის ციხეში თავისი შიმშილობა გაიხსენა. “დღეიდან შიმშილობას ვიწყებ და ყველა ურწმუნოს ვაჩვენებ, აქაც, ისევე, როგორც რუსეთის ციხეში, კამერების ქვეშ ვარ. მხოლოდ მტერს აქვს იმის დამამტკიცებელი მასალა, რომ მე 83 დღე ვიშიმშილე, აქედან 6 დღე უწყლოდ. ახლა, მსგავსი მტკიცებულებები ექნება უკრაინის მთავრობასაც” – განაცხადა სავჩენკომ.

ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ტერორიზმში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში 150 დელფინი გამორიყა წყალმა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ლონდონს მხარი დაუჭირა და რუსეთიდან ელჩს გამოითხოვს