ევროკავშირმა ლონდონს მხარი დაუჭირა და რუსეთიდან ელჩს გამოითხოვს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბრიტანეთს მხარი დაუჭირეს – რუსეთი დიდი ალბათობით პასუხისმგებელია სოლსბერიში მომხდარ ნერვულ-პარალიტიკურ მოწამვლაში – მოლაპარაკებები ბრიუსელში გვიან ღამემდე გაგრძელდა, რომლის შემდეგადაც ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომ გაერთიანების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სოლსბერიში მომხდარ ინციდენტს “სხვა ახსნა ვერაფრით მოუძებნეს”. “ჩვენ უსიტყვოდ ვუჭერთ მხარს გაერთიანებულ სამეფოს ამ კოლექტიური უსაფრთხოების თავხედურ გამოწვევაში” – ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ადრე შეხვედრებში ტერესა მეიმ თქვა, რომ 4 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე მომხდარი თავდასხმა “ევროპაში რუსეთის აგრესიის გაგრძელების მაგალითია”.
მოსკოვი 4 მარტის ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
რუსეთში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი “კონსულტაციისთვის” გამოიწვიეს.

“ბიბისის” კორესპონდენტის თქმით, ტერესა მეიმ შეძლო სოლსბერის ინციდენტისადმი მიძღვნილი რეზოლუციის უკანასკნელი ტექსტი იმაზე ხისტი ყოფილიყო, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მანამდელი რიტორიკა.
გერმანიის კანცლერის, ალგელა მერკელის თქმით, ევროკავშირი არ შემოიფარგლება მხოლოდ მკაცრი განცხადებებით და ისინი სხვა ზომებზე ფიქრობენ. ასევე, რამდენიმე ქვეყანა ერთდროულად ფიქრობს ელჩების რუსეთიდან გამოწვევაზე.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა