სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის შემთხვევაში შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს

საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ.

საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.

ამავდროულად მკაცრდება სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება, სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარი – მოგლეჯილმა ხემ ბაგებში მანქანა დააზიანა
შემდეგი სტატია“უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებელი არ არის“ – ფოფხაძე