სავაჭრო ობიექტებში დილიდან რიგებია, ქალაქში შეფერხებულია მოძრაობა

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2020 10:50

სავაჭრო ობიექტებში დილიდან რიგებია, ქალაქში შეფერხებულია მოძრაობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან სავაჭრო ობიექტებზე დაწესებული შეზღუდვა 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნა.

სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა დილის 07:00 საათიდან განაახლეს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, „თბილისი მოლთან“ დილიდან მოძრაობა შეფერხებულია, ასევე რიგებია სავაჭრო ცენტრებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე, მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით.

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2020 10:50

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics