გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და პრევენციაა. დედაქალაქში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი ადგილების კონტროლს, როგორიცაა, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები.

„აღსანიშნავია, რომ არც ერთ პუნქტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით – სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების აქტიურ მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც განახორციელებენ“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასავაჭრო ობიექტებში დილიდან რიგებია, ქალაქში შეფერხებულია მოძრაობა