სავაჭრო ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში, პროდუქტის მისაწვდომობის პრობლემა არაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სავაჭრო ობიექტებში პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და შეუფერხებლად მარაგდება. ამის შესახებ მინისტრმა სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიქტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს“, – თქვა თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭო ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 6 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა