გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 6 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 6 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. აქედან 2 განმეორებით გაიგზავნა.

გორიდან ლუგარში დღემდე სულ 21 ნიმუშია გაგზავნილი და ყველა უარყოფითია. ამჟამად სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. აქედან 45 საქართველოს მოქალაქე, რომელთა შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა, 4 კი აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებების და განსაკუთრებული ჩარევის საჭიროების გარეშე.

დღემდე ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე 10 ადამიანმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
შემდეგი სტატიასავაჭრო ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში, პროდუქტის მისაწვდომობის პრობლემა არაა