საუდის პრინცმა ნავთობზე ფასები გაანადგურა

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას იმ შემთხვევაში გაყინავს, თუკი ანალოგიურ ზომებს მიიღებს ირანი – განაცხადა საუდის არაბეთის მეორე მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა, „ბლუმბერგი“ წერს.
მისი განცხადების ფონზე ნავთობის ფასმა საგრძნობლად დაიწია. Brent-ის ღირებულებამ გუშინ ICE-ის ბირჟაზე თითქმის ორი პროცენტით დავარდა და 39,55$ შეადგინა.
პრინცის განცხადება ბაზარმა ნეგატიურად მიიღო, რადგანაც კატარის დედაქალაქ დოხაში 17 აპრილს ნავთობის მსხვილი მწარმოებლების შეხვედრა გაიმართება, სადაც ნავთობის წარმოების გაყინვაზე ისაუბრებენ. საუდის არამეთმა, კატარმა, რუსეთმა და ვენესუელამ უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას მიმდინარე წლის შეზღუდვებზე. შეთანხმებაზე ხელისმოწერის სურვილი გამოთქვა ეკვადორმა, ალჟირმა, ნიგერიან, ომანმა, ქუვეითმა და გაერთიანებულმა საემიროებმა.

banner
წინა სტატიაშიკადიროვის წინადადებით, ობამას ნობელის პრემია უნდა ჩამოერთვას და პუტინს გადაეცეს
შემდეგი სტატიაბელგიის სასტუმროს დირექტორი საპირველაპრილო ხუმრობისთვის დააკავეს