საუდელი არაბები კადიროვის მოკვლისკენ მოუწოდებენ

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა

14287714_639657882861069_2060696716_nერ-რიადში საუდის არაბეთის სამეფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ხვთისმეტყველმა მუჰამედ ბენ აბდელრახმან ალ არიფიმ, მკაცრად გააკრიტიკა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ახმატ კადიროვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ისლამური კონფერენცია ,,ვინ არიან სუნიტიზმის მიმდევრები,, და მისის ორგანიზატორი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რამზან კადიროვი. საუდელმა ხვთისმეტყველმა პროფესორმა რამზან კადიროვს ,,კაფირი,, (ურწმუნო) უწოდა მისი სისხლი მისაღებად მიიჩნია, რაც ფაქტიურად მისი მოკვლისკენ მოწოდებას ნიშნავას.
,,ალ ჯაზირას,, ცნობით, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ხვთისმეტყველთა განრისხება გამოიწვია გროზნოს კონფერენციაზე მიღებულმა ფეტვამ (წესად მიღებული გადაწყვეტილება), რომლის მიხედვითაც ისლამის რამდენიმე მიმდინარეობის წევრები, ურჯულოებად და ისლამის მოღალატეებად გამოცხადნენ… მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას რუსეთის მუსულმან ლიდერებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, მიღებული ფეტვა ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მუსლიმებისათვის არის სავალდებულო, თუმცა არაბების უმეტესობა მასში საფრთხეს ხედავენ და ამ პროცესს რუსეთისა და ირანის სპეცსამსახურებისაგან მართულს უწოდებენ… თავად რამზან კადიროვს კი არა – არაბმა ხვთისმეტყველებმა ,,ცრუ სუფია,, შეარქვეს.

banner
წინა სტატიაშიკალაშოვის გასანთავისუფლებლად დაკარგული მილიარდები
შემდეგი სტატიადათო ტურაშვილის ორმაგი სტანდარტი