დათო ტურაშვილის ორმაგი სტანდარტი

დათო ტურაშვილის ორმაგი სტანდარტი

14287620_1108154815887863_190848526_nქართულ პოლიტიკასთან ერთად, ჩვენი ე.წ. ფეისებიც ორმაგმა სტანდარტმა წალეკა. ამის ნათელი დასტურია მწერალ დავით ტურაშვილის ვიდეო, რომელიც რამდენიმე საათის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა რურუას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აიტვირთა.
დავით ტურაშვილის ამ ვიდეოს ინტელექტუალურ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება მოჰყვა და ადმაიანებმა, რომლებიც ქართულ მწერლობაში და ლიტერატურაში კარგად ერკევიან, „თაიმერთან“ საუბრის დროს პირდაპირ აღნიშნეს, რომ დროა, ტურაშვილისნაირი ვითომ მოდისიდენტო ელემენტბზე სიმართლე ღიად და დაუფარავად ითქვას.
„ამჯერად ნიკა რურუას არ ვეხები, ის თავის წარსულზე პასუხს თვითონ აგებს, მაგრამ ტურაშვილის საქციელი ამზარზენზე უარესია. ეს ის ტურაშვილი არ არის, რომელიც ვითომ „ნაცების“ საქციელით აღშფოთებული თვენახევრის წინ ირაკლი ალასნიას გევრდიდან რომ არ სცილდებოდა და მასთან ერთად მკითხველთნ შეხვედრებსაც მართავდა თუ მე რაღაც მეშლება? შე მამაცხონებულო, თუ გგონია, რომ საზოგადება იმის გამო, რომ „ჯინსების თაობა“ დაწერე, ყველაფერს გაპატიებს, ძალიან ცდები! ამიტომ, გეუბნებით, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება,“ – აღნიშნეს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინტელექტუალთა ერთმა ნაწილმა, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ ტურაშვილის ორმაგ სტანდარტებში ეჭვი არც აქამდე ეპარებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზემოხნებული ვიდეო ნახა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იმ სუბიექტების ნაწილმა, ვისაც პრეტენზია ერისთვის მეინსტრიმის მიცემაზე აქვს, ნამუსი საბოლოოდ დაკარგა.
„მწერლობა, საერთოდ, სხვა რამე – ის თამაშსს ვერ იტანს და თუ მწერალმა და, ზოგადად, შემოქმედმა ადამინმა თამაში დაიწყო, მისი შემოქმედება ნოლის ფასი ხდება. ასე დაემართება ტურაშვილსაც, რომელიც მუდამ ცდილობს, რომ ერისთვის მნისვნელოვანი მოვლენების ავანგარდში იდგეს და „კაი ტიპობა“ ითამაშოს, მაგრამ ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს და გაერკვეს, რა უნდა და სხვას მორალი ისე წაუკითხოს,“ – ამბობენ „თაიმერთან“ საუბრის დროს ჭეშმარიტი ინტელექტუალები, რომელიც იმაზეც მიუთითებენ, რომ სხვადასხვა ხელისუფელბიდნა ზოგი ქრტამად წიგნს იღებს, ზოგი კი – ფილმის დაფინანსებას და მერე, როცა დრო დგება, ამ დამფინანსებლის წინაშე ანგარიშვალდებულია, რომ მისი ინტერსები დაიცვას.
ისე, ტურაშვილზე საუბრისას ისიც საკთხვია, „ციხის კადრები“ ნანახი აქვს თუ არა და თუ ნანახი აქვს, საინტერესოა, „ჯინსების თაობის“ დამწერი როდის იყო გულწრფელი – როცა „ციხის კადრებს“ აპროტესტებდა თუ ახლა, როცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის ღია საარჩევნო კამპანიაშია ჩართული? – კითხულობენ ინტელექტუალები.

 

https://www.facebook.com/ruruanika/videos/299805577065847/

banner
წინა სტატიაშისაუდელი არაბები კადიროვის მოკვლისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიადიდი ცემა-ტყეპა ზუგდიდის „ოცნების“ ოფისში