კალაშოვის გასანთავისუფლებლად დაკარგული მილიარდები

რუსული მედიის ცნობით, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის (,,შაქრო მალადოი,,) დაკავების შემდეგ რუსი სმართალდამცავები უკვე შსს მეორე მაღალჩინოსანს აკავებენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, შაქროსთვის დახმარების სანაცვლოდ, ქრთამად მილიარდები აიღო…
დაკავებულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული განყოფილების უფროსის მოადგილე დიმიტრი ზახარჩენკო, რომელსაც დაკავების მომენტში საცხოვრებელ ბინაში და ავტომობილსი 8 მილიარდი რუსული რუბლის ექვივალენტი – 120 მილიონი დოლარი, 2 მილიონი ევრო და სხვა ვალუტა აღმოუჩინეს. დაკავებულს ბრალად ედება შაქრო კალაშოვის განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის აღება და რუსული სამართალდამცავების მიერ ძებნილი ,,ვიმპელკომის,, ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სლობოდინის გაქცევის საქმეში ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შსს პოლკოვნიკი ზახარჩენკო, უკვე მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც ,,შაქრო მალადოის,, განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის გამო დააკავეს… ერთი თვით ადრე მსგავსი ბრალდებით და რამდენიმე მილიონი დოლარით რუსეთის მთავარი საგამოძიებო კომიტეტის უფროსის მოადგილე იქნა დაკავებული.
როგორც კრიმინალურ სფეროში ჩახედული რუსი ექსპერტები აცხადებენ, შაქრო კალაშოვის ,,გაჭედვის,, გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია მიღებული და მას აწი ვერანაირი მილიარდები ვერ უშველიან.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების“ სახეები სამეგრელოში
შემდეგი სტატიასაუდელი არაბები კადიროვის მოკვლისკენ მოუწოდებენ