საუბარი არ არის იმაზე, რომ პრემიერმა იაროს შეხვედრებზე – აბაშიძე ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რას შეიძლება გულისხმობდეს, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებში ჩართვის მზაობა.
„როგორც ვხედავთ, ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. როგორ შეიძლება ფორმატი შეიცვალოს. მე როგორც წარმომიდგენია, საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს მოხდეს უცბად, პრემიერმა იაროს შეხვედრებზე პერიოდულად, არამედ მომზადდეს იქ საფუძველი საკითხების გადასაწყვეტად, რისთვისაც რაღაც ეტაპზე შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს. მომზადდეს ფონი, მოსამზადებელი სამუშაოები რიგი საკითხების წინ წასაწევად და რაღაც ეტაპზე რანგი აიწიოს. ალბათ ამის თაობაზე არის საუბარი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, თანათავმჯდომარეებთან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 მარტს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ტატუნაშვილის საქმეზე ორპარტიულ რეზოლუციას მეტი ძალა ექნება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია