იან კელი: ტატუნაშვილის საქმეზე ორპარტიულ რეზოლუციას მეტი ძალა ექნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დოკუმენტი ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით არის ორი ძირითადი მიმართულება. ჰუმანიტარული და პოლიტიკური საკითხი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი ქართულმა ოცნებამ დღეს უნდა წარადგინოს. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან კვლავ კონსულტაციებს მართავს.

ორ სხვადასხვა ტექსტში პრინციპული სხვაობა სანქციებშია. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შექმნა. ევროპულ საქართველოში იმედოვნებენ, რომ რეზოლუციაში მათ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 1 აპრილამდე უნარჩუნდებათ
შემდეგი სტატიასაუბარი არ არის იმაზე, რომ პრემიერმა იაროს შეხვედრებზე – აბაშიძე ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე