საწურბლიას გამოქვაბულზე: “უძველესმა კავკასიელებმა დასაბამი მისცეს ევროპელებს

საწურბლიას გამოქვაბულზე:

საწურბლიას გამოქვაბულზე:  "უძველესმა კავკასიელებმა დასაბამი მისცეს ევროპელებსმეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის ნეშთის ნარჩენები საწურბლიას გამოქვაბულში (გვიანი პალეოლითი, დაახლოებით, 13 ათასი წლის წინათ) და აღმოაჩინეს ევროპის თანამედროვე მოსახლეობის მეოთხე, მანამდე უცნობი კომპონენტი. ესინი არიან კავკასიის მკვიდრნი, რომლებიც მთებში დამკვიდრდნენ აფრიკიდან თანამედროვე ადამიანების წამოსვლის შემდეგ (45 ათასი წლის წინათ). ამ ადამიანებმა მრავალი ათასი წელი გაატარეს იზოლაციაში, ხოლო გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ დასახლდნენ ევროპაში. კვლევა დაიბეჭდა ჟურნალ Nature Communications.
წინათ, მეცნიერებმა დაადგინეს სამი უძველესი პოპულაცია, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროპელებს. კრომანიონელების აფრიკიდან გადმოსვლის შემდეგ (45 ათასი წლის წინათ), მონადირე-შეგროვებლების ნაწილი ჩრდილო-დასავლეთისკენ წავიდა და ევროპის დიდი ნაწილი შეავსო (ესპანეთიდან უნგრეთამდე), დანარჩები კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის არეალში დასახლდნენ. სწორედ მათ დაიწყეს პირველებმა სოფლის მეურნეობა, შემდეგ (10-12 ათასი წლის წინათ) წავიდნენ ევროპისკენ, გააძევეს რა უძველესი მონადირე-შემგროვებლები. ბოლოს, ბრინჯაოს ხანის დასაწყისში (დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ), აზიიდან ევროპაში დაიწყო შემოდინება მომთაბარეებმა – Yamna culture-ს (ადრეული ბრინჯაოს ხანა -3600-2300 წელი ჩ.წ.ა.) წარმომადგენლებმა, რომლებიც კავკასიაში დარჩნენ და იმავე აფრიკელი მონადირე-შემგროვებლების შთამომავლები არიან.
რაღაც პერიოდი მათ ქონდათ კონტაქტები თავიანთ მეზობლებთან ლევანტედან, მაგრამ ბოლო გამყინვარებამ (25 ათასი წლის წინ) ისინი გარე სამყაროს მოწყვიტა. ამიტომ,მათ მოუწიათ კავკასიაში ცხოვრება, დაახლოებით, 15 ათასი წელი, რამაც გამოიწვია მათი პოპულაციის შემცირება. ბოლოს, როცა გამყინვარება დამთავრდა, წავიდნენ დასავლეთისკენ Yamna culture-ს სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
როგორც აღმოჩნდა, კავკასიელების ნაწილი წავიდა აღმოსავლეთისკენ და საბოლოოდ მიღწიეს ინდოეთს. მათი გენები წარმოადგენენ თანამედროვე სუბკონტინენტის ევროპული კომპონენტის საფუძველს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ინდოეთის დაპყრობა ინდო-არიულ ენებზე მოლაპარაკე ტომებით. კავკასიელების მასშტაბური მიგრაციები ათასეული წლების იზოლაციის შემდეგ საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. კავკასია მდებარეობს ევრაზიის ცენტრში, საიდანაც მიდის გზები როგორც აღმოსავლეთისკენ, ასევე დასავლეთისკენ, აღნიშნავს სტატიის თანაავტორი რონ პინხასი (Ron Pinhasi).

banner
წინა სტატიაში“პანორამისთვის” მოჭრილი ხეები (ვიდეო)
შემდეგი სტატიათეთრი სახლი და ამერიკის კონგრესი ცდილობენ კომპანიების Apple, Google და Microsoft-ის მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომის მიღებას