თეთრი სახლი და ამერიკის კონგრესი ცდილობენ კომპანიების Apple, Google და Microsoft-ის მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომის მიღებას

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდაThe Wall Street Journal წერს, რომ თეთრი სახლი და ამერიკის კონგრესი ცდილობენ კომპანიების Apple, Google და Microsoft-ის მომხმარებლების მიმოწერაზე წვდომის მიღებას. ამის შესახებ WSJ ინფორმაცია სარწმუნო წყარომ მიაწოდა.
ამერიკის ხელისუფლება აპირებს გამართოს მოლაპარაკებები ამ კომპანიის წარმომადგენლებთან. როგორც გამომცემლობა წერს, ამის მიზეზია ტერაქტები პარიზში. ადრე ცნობილი იყო, რომ Apple, Google და Microsoft-მა არაერთხელ უთხრეს უარი აშშ იუსტიციის სამინისტროს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მიეწოდებინათ თავიანთი მომხმარებლების პირადი მონაცემები. სახელმწიფო უწყებებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა აიძულოს კორპორაციები, გახსნან თავიანთი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება „ისლამურ სახელმწიფოსთან “ და სხვა დაჯგუფებებთან ბრძოლაში.
ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა საფრანგეთის ტერაქტების შემდეგ სილიკონის ველის წამყვანი კომპანიების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისაწურბლიას გამოქვაბულზე: “უძველესმა კავკასიელებმა დასაბამი მისცეს ევროპელებს
შემდეგი სტატიაუკრაინამ აიცდინა დეფოლტი