სასტუმრო ,,ბუდაპეშტის” დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი .გოგა ზაქაიძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კომპანია უსამართლოდ აღმოჩნდა სისტების და საზოგადოების პირისპირ და ყველა მონაწილე მხარემ მხოლოდ კომპანია დაადანაშაულა. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა მიიღო ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმა. ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და სზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმზღვანელობამ. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

ჩვენ შევიძინეთ, კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიზლება ითქვას, რომ არის უიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაჩ შეეხება საკიხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივიატთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით”-წერს დამფუძნებელი

banner
წინა სტატიაშითბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის ​პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს
შემდეგი სტატიასასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა