თბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის ​პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

თბილისში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედისთვის ​პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად.

საქმის პროკურორის განცხადებით, ლეილა ქსოვრელს 6 იანვრის შემდეგ 30 დღის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, საკუთარ შვილს მიახლოებოდა. პროკურორის თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულს ბრალი წარედგინა 381-ე მუხლით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. ჩვენ მოვითხოვთ პატიმრობას. ბრალის დამძიმებაზე ჯერ შეუძლებელია თქმა, რა შედეგები იქნება. გამოძიება ყველა ვერსიაზე იმუშავებს. შემაკავებელი ორდერით დედას აეკრძალა ბავშვთან ურთიერთობა. ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს. დედას 30 დღის განმავლობაში ეკრძალებოდა ​არასრულწლოვანთან მიახლოება და მასთან ურთიერთობა“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

22 იანვარს თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ოპონენტების სურვილია, სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით ქვეყანაში სიტუაცია შეარყიონ
შემდეგი სტატიასასტუმრო ,,ბუდაპეშტის” დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს