სასწრაფოდ: ”სუსმა” მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ” -“თავისუფალი ზონის” წევრი

“სასწრაფოდ: ”სუსმა” მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ ”დასაკითხად” სსსკ 315 მუხლის პირველი ნაწილის შესახებ” წერს “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაშარული “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. ბაშარულმა ინფორმაცია სოციალური ქსელით დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაციის სხვა წევრებიც არიან დაბარებული და სავარაუდოდ საქმე ეხება ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყებულ გამოძიებას. გამოძიება გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ რაც ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ჩანაწერში სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის თარიღი შორს არ არის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ვაცადოთ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი