თეა წულუკიანი: ვაცადოთ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, თავად გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი

მე არ ვერევი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში და ვურჩევ არასამათავრობო სექტორსაც, მობაძონ ამ მაგალითს, ვაცადოთ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი ისე, როგორც მათ სურთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ტეა წულუკიანმა განუცხადა.

„რაც იყო იუსტიციის სამინისტროს, მთავრობისა და პარლამენტის კომპეტენცია, გავაკეთეთ. ბოლო რეფორმით, რომელიც მოიწონა ვენეციის კომისიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მივეცით უფლება, შესაძლებლობა, თუ ვინ უნდა იყოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მათი თავმჯდომარე. ადრე ასე არ იყო, გარეშე ძალები უწყვეტდნენ მოსამართლეებს, ვინ ყოფილიყო მათი თავჯდომარე. ამ მოსამართლეებს პირველად აქვთ შესაძლებლბა თვითონ გადაწყვიტონ ვინ იქნება მათ შორის პირველი და ამ არჩევანში ვერავინ ჩაერევა“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, ისუტიციის მინისტრის თქმითმ თუ იქნება არასწორი არჩევანი, პირველ რიგში თავად მოსამართლეები დაზარლდებიან.

„თუმცა, ვისურვებდი, რომ მომავალი თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი, რადგან ბატონი პაპუაშვილის პირობებში, ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის მიზანმიმართულად დაირღავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ბევრი წლის განმავლობაში, პაპუაშვილის მოსვლამდე ნდობით სარგებლობდა“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: ”სუსმა” მომაკითხა სახლში, იძულების წესით მივყავარ” -“თავისუფალი ზონის” წევრი
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა