სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს მასწავლებელთა ტესტირება კორონავირუსზე – სერგი კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს მასწავლებელთა ტესტირება კორონავირუსზე.

სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად იზრდება ვირუსის გავრცელების საფრთხე. კაპანაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტოს, განათლების სამინისტოსა და უწყებათაშორის საბჭოს, რომ განიხილონ ეს თემა და მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ტესტირება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია და რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური ვითარება და ზრდა სახარბიელო არ არის. აქედან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ 15 სექტემბერს ოფიციალურად იწყება სწავლა სკოლებში და ზოგიერთმა კერძო სკოლამ უკვე დაიწყო სწავლა, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოხდეს მასწავლებლების ტესტირება, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ სურათი, არიან თუ არა მასწავლებლები ინფიცირებულნი, რათა არ მოხდეს შემდეგში სწრაფი გავრცელება. ამიტომ, ევროპული საქართველოს სურს მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს, განათლების მინისტრს და უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, რომ ეს საკითხი განიხილოს. მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, საქართველოსთვის და მათ შორის მასწავლებებისათვის, რომ ინფორმაცია არსებობდეს და დაზღვეულები ვიყოთ მაქსიმალურად, რომ გაირკვეს მასწავლებლეში ხომ არ არის დაინფიცირებლების მზარდი რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ შეჩერდეს ან შეყოვნდეს ეპიდემიის გავრცელება.“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : გარკვეული ციფრული მონაცემები გვაქვს შემუშავებული, ჯერჯერობით ეპიდვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია
შემდეგი სტატიაცაგერში მეწყერი ჩამოწვა