ცაგერში მეწყერი ჩამოწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.

“მაშველებმა ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს მასწავლებელთა ტესტირება კორონავირუსზე – სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მკაცრი რეაგირება ექნებათ, თუ რომელიმე ხაზზე მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება