სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

1 (12)სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში მინისტრის პირველი მოადგილე, უწყების დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

მინისტრმა სტუმრებს 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში პრობაციის სისტემის მუშაობასაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის აღსრულებაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება.

მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურდღება. ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტნიორობის გაღმავების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი ლატვიას ეწვევა.
,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ლატვიის იუსტიიის მინისტრთან, პენიტენციური და პრობაციის დეპარტამენტების დირექტორებთან და იუსტიცისის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანას ერთი წარსული გვაქვს და ერთი ცენტრისკენ, ევროპისკენ, ვისწრაფვით. ლატვიის მხარე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შევთანხმდით, რომ განხორციელდება საპასუხო ვიზიტი რაც ურთიერთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღმავებს,“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო დროს მიღწეული პროგრესი შესამჩნევია.

,,საქართველოს, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპულიკას, მემკვიდრეობით ბევრი პრობლემა ერგო და ამ კუთხით ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ყველა რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს,“ – განაცხადა ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩმა.

შეხვედრის დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია:”თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს მე და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ვყოფილიყავით”
შემდეგი სტატიასაქართველოში ლიბერალ ინტერნაციოანალის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ტარდება