ირაკლი ალასანია:”თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს მე და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ვყოფილიყავით”

alasaniaa“თავისუფალი დემოკრატების ოფისში” ირაკლი ალასანიასა და ე.წ “კაბელების საქმის” ადვოკატის მედიასთან შეხვედრა დასრულდა.
ალასანიამ ადვოკატ ლევან სამუშიამ ერთად მედიას კაბელების საქმის მასალები გააცნო და საქმის პოლიტიკურ ნაწილზე ისაუბრა.

“თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს მე და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ვყოფილიყავით, ვინაიდან გადაწყვეტილება ჩვენ მიიღეთ და არა თავდაცვის სამინსიტროს მაღალჩნინოსნებმა, რადგან პატიმრობაში მყოფ 5 პირს თანხასთან წვდომა არ ჰქონიათ”- აღნიშნა ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, და პირადად მასზე შურისძიებას ისახავდა მიზნად, რადგან ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად მან საფრანგეთში ხელის მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენას ითვალისწინებდა.

რაც შეეხება უშუალოდ კაბელების საქმეს, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პრინციპით შეარჩია თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტზე“ არჩევანი, რაზეც ალასანიამ თქვა, რომ სილქნეტს ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა.

ამ კომნტექსტში ალასანიამ „დელტაკომის” საჩივარზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ საქმეში “ჯანყარაშვილის და ღარიბაშვილის ინტერესები გამოჩნდა”.

“ეს კონკურენტის კი არა, დაინტერესებული სუბიექტის საჩივარი იყო”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:ძალიან ძნელია ამის გაგება იმ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთი უფრო გვძულს, ვიდრე ჩვენი საერთო მტერი
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა