სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი სისტემის ჰუმანიზაციის მიზნით, პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კახიშვილმა განაცხადა, შინაპატიმრობის შემოტანა იგეგმება, თუ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომელმაც მთავრობის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.

მისი თქმით, მთავრობამ ასევე, მხარი დაუჭირა უმაღლესი განათლების პროექტს, რომლის ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება.

„იმ მსჯავდებულებს, რომლებიც დაბალი რისკის ან მომზადების დაწესებულებებში იმყოფებიან, საშუალება მიეცემათ, დისტანციური უმაღლესი სწავლების უფლებით ისარგებლონ. რაც შეეხება შინაპატიმრობის მოდელს, ის ნაკლებად მძიმე კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის იქნება და ეს პატიმრების რაოდენობას შეამცირებს. საქართველოს მთავრობაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც საკითხი აღკვეთის ღონისძების სახით, შიდა პრობაციის გამოყენების კუთხით მზადდება“, – განაცხადა კახიშვილმა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი მელიას: ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება
შემდეგი სტატიაVIDEO ოცნების“ გუნდში იმხელა კონკურენციაა პოლიტიკურ აბსურდში, რომ ძნელია გაარკვიო, ვინ მოიპოვა ოქროს მედალი