“საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება იმისთვის, რომ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება“ – სერგო რატიანი

პატრიარქის ეპისტოლეს პოლიტიკური ნიშნით გამოყენების მცდელობას ვხედავთ – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ფიქრობს, რომ საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული აქცენტები, შეიძლება მედიის თავისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდეს.

სერგო რატიანის განცხადებით, მმართველი პარტია ეპისტოლეში გაჟღერებული მოსაზრების ინტერპრეტირებას იმგვარად ცდილობს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ხელისუფლებისთვის სასურველი რეგულაციები დაწესდეს.

„პრეზიდენტის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე. მიანიშნებს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გეგმავენ რეგულაციების შემოღებას.

მით უმეტეს შემაშფოთებელია, როდესაც რელიგიური მოწოდების, ამ საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება და ვხედავთ რომ გამოყენება ხდება, პოლიტიკური ნიშნით და თავისუფლების შეზღუდვით.

ეპისტოლე გულისხმობს, როგორც წესი, ურთიერთპატივისცემისკენ მოწოდებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამის გამოყენების მცდელობა არის იმისთვის, რომ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება,“-ამბობს სერგო რატიანი.

როგორც საშობაო წერილში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლებით, ხშირად ადამიანები ბოროტად სარგებლობენ და არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით, მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ხშირად სწორედ სიტყვით თავისუფლებით იფუთება მიზანმიმართული ტყუილიც. ეპისტოლეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის ბალანსი სწორად არის დასაცავი