მამუკა მდინარაძე – უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 15:39

მამუკა მდინარაძე – უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა არ შეიძლება

მნიშვნელოვანი

  • არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იკავებს საქართველო ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს.

სხვა სტატიები

არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იკავებს საქართველო ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს.

მდინარაძის თქმით, არ შეიძლება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა.

„ჩვენ ბუნებრივია ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, რომ მე თქვენს წინაშე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას ამ საკითხზე. ველოდებით სინოდს და ისინი დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ამ საკითხზე დამატებით აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 15:39

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics