სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კვლავ არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უნდა მიეცა, თუმცა ჩუბინიძემ უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში არ იქნებოდა. შესაბამისად, დღეს ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში არ დაიკითხება.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – 2022 წლის მარტიდან ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში გაუშვებენ
შემდეგი სტატიაგორში ცივი იარაღით კაცი მოკლეს