ბუჩუკური – 2022 წლის მარტიდან ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულებს სახლში გაუშვებენ

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო. წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა და რეკომენდაცია მსგავსი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით და ეს იყო უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს ფაქტობრივად ანადგურებს. ფაქტია, რომ “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია არსებობდეს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ ექვემდებარება პარტიულ ვერტიკალს და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკავშირდება იმას, რომ მას სურს დამოუკიდებელი უწყება დაუქვემდებაროს პარტიულ ვერტიკალს. ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის – 2022 წლის მარტიდან ფაქტობრივად სახლში უშვებენ აქ დასაქმებულ ადამიანებს, რომელიც კონკურსის წესით არიან თანამდებობებზე დანიშნული. თავად სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის მიერ არის არჩეული და აქვს იმუნიტეტი, შესაბამისად, ჩემთვის ეს ყველაფერი ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს არის “ქართული ოცნების” მცდელობა თავის პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებაროს ეს სამსახური”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშივინ არ შეიძლება, რომ იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი – ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“
შემდეგი სტატიასასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს