სასამართლოს გაძლიერება, კორუფციის დაძლევა, მედია თავისუფლება – “გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციები ხელისუფლებას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ “ქართულ ოცნებას” რეკომენდაციებს უგზავნის. ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა, სადაც საუბარია სასამართლოს გაძლიერებაზე, კორუფციის დაძლევასა და მედია თავისუფლებაზე.
ანგარიშის კონკრეტული ნაწილი „რუსთავი 2“- ის საქმეს ეხება.

ქვეყნის მთავარი ფუნდამენტური საკითხების შესწავლის შედეგად კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაადგინა, რომ მმართველობაში ხარვეზები ბევრია და აუცილებელია მთავრობამ მის გამოსწორებაზე იზრუნოს.

„მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ქვეყანაში, მოიცავს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას, სასამართლოს გაძლიერებას და კორუფციის დაძლევას სასამართლოში, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს ხელისუფლების თავდასხმები მედიაზე.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიაზე ზეწოლისგან, ცხადია, რომ „რუსთავი2“-ის შემთხვევა აქ არის სრულიად გამორჩეული,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ.

banner
წინა სტატიაში20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვას 11 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ