20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს. ის უკვე მე-9 თვეა პატიმრობაშია.

საქმის არსებითი განხილვა უკვე ფინალურ ეტაპს უახლოვდება, ნოემბრის ბოლომდე ამ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

ბრალდებულის დაკითხვამდე, პროცესზე ექსპერტების, ალექსანდრე გეჯაძისა და გოგი გოგიას დაკითხვა იგეგმება. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ალტერნატიული ექსპერტიზა.

ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

22 თებერვალს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.

მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა.

banner
წინა სტატიაშიირლანდიელი სენატორი – არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს
შემდეგი სტატიასასამართლოს გაძლიერება, კორუფციის დაძლევა, მედია თავისუფლება – “გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციები ხელისუფლებას