სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ითხოვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთნა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაში შეუძლია სააპელაციო წესით.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: მმართველი გუნდის შეფასებები გადაუმოწმებელ ფაქტებს ეფუძნება
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს 26 მოქალაქე დააკავეს