პაპუაშვილი: მმართველი გუნდის შეფასებები გადაუმოწმებელ ფაქტებს ეფუძნება

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს. პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.

“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა. გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო რამე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ პირადად აცნობა პლენუმის ყველა წევრს. ” ,- წერია პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროცესის გაჭიანურებაში ბრალი გიორგი პაპუაშვილს ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასდო. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ 23 აგვისტოს, სასამართლო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა განგებ გადადო, რადგან ” მას არ ჰქონდა უმრავლესობა სასამართლოში, რომელიც მას მისცემდა საშუალებას მისთვის სასარგებლო დასკვნა დაფიქსირებულიყო”.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „მწვანე მუშტის“ წევრი დაკითხეს
შემდეგი სტატიასასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა