სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ირაკლი კუპრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ადვოკატი გადაწყვეტილების უსამართლოს უწოედბს და ამბობს, რომ ბრალდების მხარეს “ლელოს” გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონია, ხოლო მოწმე პოლიცილების ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

“ვერანაირი მტკიცებულებები ვერ მოიტანეს, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მხრიდან. რაც შეეხება მოწმეებს, ამას უკვე შეჩვეულები ვართ, სამწუხაროდ, რომ ტყუილს ამბობენ ხოლმე პოლიციელები და აქაც იგივე შემთხვევა იყო. სამივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, “- ამბობს ინტერესების დამცველი.

banner
წინა სტატიაშიჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით – თაკო მეტრეველი
შემდეგი სტატიაჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში – ჯუბა მგელაძე