ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით – თაკო მეტრეველი

რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თაკო მეტრეველმა განცხადება გააკეთა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი და არა თანამდებობები. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება რუსთაველი ხალხის გვერდით. პირდაპირ ვიტყვი – ის, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდება, არის ამაზრზენი და რუსთავის მოსახლეობა ამ პროცესებზე ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არჩევნებზე რუსთავის მოსახლეობა სწორ არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და არ მივცემთ საშუალებას „რუსულ ოცნებას“, ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო გახადონ”, – განაცხადა თაკო მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაში„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა
შემდეგი სტატიასასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა