ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში – ჯუბა მგელაძე

რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯუბა მგელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობის პარალელურად, ამ თემაზე საუბარი უმნიშვნელოა, რადგან დღეს ქვეყნის ბედი წყდება.

„რუსული კანონის“ პარალელურად, ამ თემებზე საუბარი არის უმნიშვნელო. დღეს ქვეყანაში წყდება ქვეყნის ბედი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენთვის ამ დროს არ არის პრიორიტეტი თანამდებობების გადანაწილება. ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ თუ ვის აინტერესებს თანამდებობები და ვინ ძიძგნის ერთმანეთს ამ თანამდებობების გადანაწილებაში. ეს არის ივანიშვილის პარტია და გახარიას პარტია, რომლებსაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები და დღეს რაც ხდებოდა, იყო სრულიად ამაზრზენი ჩვენთვის, რადგან დღე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში, რომ ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენთვის მთავარია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი. ეს ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ჩვენ გვანაღვლებს.“ – განაცხადა ჯუბა მგელაძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიადაინახეს, რომ დასავლეთში გარკვეული წრეები მმართველ პარტიას დაუპირისპირდნენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ეს მათთვის შანსი გახდა, როგორმე ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ – ქადაგიშვილი