სასამართლომ ენმ-ის წევრებს, ლაშა ქველაძეს და არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლომ ენმ-ის წევრებს, ლაშა ქველაძეს და არიფ იუსუფოვს 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გადახდის ვადად 60 დღე დაადგინა.

ისინი საპატიმროდან გირაოს გადახდის შემდეგ გათვისუფლდებიან.

ლაშა ქველაძე და რაუფ იუსუფოვი შსს-მ ბოლო 2 დღის განმავლობაში დააკავა. მათ ბრალად ქართული ოცნების აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობა ედებათ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ფიზიკურ ძალადობაში მმართველი გუნდის წევრებს და მხარდამჭერებს ადანაშაულებს.

29 სექტემბრის ინციდენტზე, როცა ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, შსს-მ სულ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთ-ერთია ლაშა ქველაძე. ასევე, დაკავებულია ქართული ოცნების 2 წევრი.

29 სექტემბრის თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.

banner
წინა სტატიაშიდინამო თბილისის აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში – თუ უსიმპტომოები არიან, ტესტი არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, რათა ტესტირება იყოს მიზნობრივი