ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში – თუ უსიმპტომოები არიან, ტესტი არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, რათა ტესტირება იყოს მიზნობრივი

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 15:07

ამირან გამყრელიძე  – ინფიცირებულების   ახლო კონტაქტები,  ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში – თუ უსიმპტომოები არიან, ტესტი არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, რათა ტესტირება იყოს მიზნობრივი

ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები – ხაზს ვუსვამ, ახლო კონტაქტები – ეს არის საოჯახო კონტაქტები და სამსახურეობრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ისინი კარანტინში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, ტესტი არ ჩაუტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, იმიტომ, რომ თუ მოხდა კიდეც ინფიცირება, ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, ისინი გადამდებები აღარ არიან.

„მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც ალბათ მალე, ამ ორ დღეში შევა ძალაში. ეს გახლავთ ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტირებულ ადამიანთა ქცევასთან, მართვასთან მიმართებაში. ამაზე უკვე შევჯერდით და წარვადგინეთ სამინისტროში დადგენილება, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები – ხაზს ვუსვამ, ახლო კონტაქტები – ეს არის საოჯახო კონტაქტები და სამსახურეობრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ისინი კარანტინში. თუ ისინი უსიმპტომოები არიან, ტესტი არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, იმიტომ, რომ თუ მოხდა კიდეც ინფიცირება, ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, ისინი გადამდებები აღარ არიან. მაგრამ თუ 12 დღის განმავლობაში მათ მცირე სიმპტომები მაინც გამოუვლინდათ – ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ან ხველა – ისინი ექიმს უნდა დაუკავშირდნენ, რომელიც შემდეგ წყვეტს ტესტირების აუცილებლობას, რათა ტესტირება იყოს მიზნობრივი, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 15:07