სარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

avariaნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში სარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ დალფსენთან მოხდა. დაშავებულია რამდენიმე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ამწეს დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა. პოლიციაში სარკინიგზო ავარიას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს