სარჯველაძე: ხელების დაკაპიწებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაში სავარაუდოდ, კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ხელების დაკაპიწებასთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაში ქართულ პოლიტიკაში კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება.

კერძოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში ნათქვამია, რომ „წინასწარ მის გლოვას სჯობს, ხელები დაიკაპიწონ და 30 ოქტომბერს ერთად იზეიმონ გამარჯვება“.

სარჯველაძის განმარტებით, მათგან პოლიტიკური ოპონირების სხვა მეთოდი ძნელად წარმოუდგენია.

„რა იგულისხმება ხელების დაკაპიწებაში, პირადად მე, ერთადერთი განწყობა მაქვს, სავარაუდოდ, ამაში იგულისხმება ქართულ პოლიტიკაში კვლავ რაღაც დესტრუქციული ელემენტების შემოტანა და ამის განგრძობა.
მათი პოლიტიკური ოპონირების სხვა მეთოდი ძნელად წარმომიდგენია. როგორც ჩანს, ასეთია მათი მოლოდინებიც, დამოკიდებულებებიც და ცდილობენ, რომ ეს განახორციელონ. სხვაგვარად მათ მუშაობა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაში“არავის დაუმალავს, რომ ადგილებზე (თვითმმართველობებში) ადამიანები ორიენტირებულნი იყვნენ არა დესტრუქციაზე”
შემდეგი სტატიაჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საფუძველი – აკაკი ბობოხიძე