“არავის დაუმალავს, რომ ადგილებზე (თვითმმართველობებში) ადამიანები ორიენტირებულნი იყვნენ არა დესტრუქციაზე”

“არავის დაუმალავს, რომ ადგილებზე (თვითმმართველობებში) ადამიანები, მათ შორის, გახარიას პარტიიდან შესაძლოა, ორიენტირებულნი იყვნენ არა დესტრუქციაზე, არამედ ამომრჩევლების საჭიროებაზე – ამის წინაპირობები შეიძლება არსებობდეს, თუმცა, ვერ დავარქმევდი ამას გადაბირებას.
გადაბირების ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს მაშინ, როცა საკითხი იხილება და კონკრეტული ადამიანი აბსურდულ პოზიციას აფიქსირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” დაუჭიროს მხარი. შინაარსიდან უნდა გავაანალიზოთ ამ ადამიანების მომავალი საქმიანობა და გადავწყვიტოთ გადაბირებულები არიან, თუ ადამიანები არიან, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია “ნაცმოძრაობას”. რატომაც არა, უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია, ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ გადაბირება უხეში სიტყვაა, რომელიც არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც შექმნილია საქართველოში,” – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, ხორციელდება თუ არა მოლაპარაკებები რეგიონებში, საკრებულოებში გახარიას პარტიის კანდიდატებთან მათ შორის, გადაბირების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიბობოხიძე: ივანიშვილის დამარცხება იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტის საფუძველი
შემდეგი სტატიასარჯველაძე: ხელების დაკაპიწებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაში სავარაუდოდ, კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება