ირინა სარიშვილი:”не умеешь срать – не мучай жопу!”

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ალასანია“კაბელების საქმე რო ერთ–ერთი კუბამეტრია ქოცური სამართლიანობის, ეს გასაგებია…
უკანონობის ზეობაა და ესეც ორგანული ნაწილია იმ განუკითხაობის, რაც ქვეყანაში ხდება…
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ აი ალასანია რომ “გაბრაზებული” ემუქრება ივანიშვილს, ეს საქმე მოგიღებს ბოლოსო, ამაზე რო მეცინება რა ვქნა?

“გაბრაზებულო” ირაკლი:
ჯერ ერთი, უკანონობას როცა გმობ, ის ყველა შემთხვევაში უნდა დაგმო! და რაც მთავარია, თავად ანალოგიური უკანონობის მონაწილე არ უნდა იყო, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მაინც!

მეორეც, არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ გაბრაზება რომ მართლა შეგეძლოს, ცოტა ხნით ადრე უნდა გაბრაზებულიყავი!

და მესამეც: ივანიშვილის ხელისუფლებას კაბელები კი არა, რაფალიანცის ბავშვის მკვლელობის ამბისთვის ფარდის ახდა მოუღებს ბოლოს!
მაგრამ ეს რომ შეგეძლოს ირაკლი, მართლა უნდა ბრაზდებოდე და არა ასე საყვარლად!

სტატუსი: не умеешь срать – не мучай жопу!”-ასე ეხმიანება ირინა სარიშვილი კაბელების საქმეზე  7-წლიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.განაჩენის გამოცხადებას  ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდ ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.  ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

https://youtu.be/gPBCinXr0nM

banner
წინა სტატიაში,,ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე”
შემდეგი სტატიავახტანგ ხმალაძე – ე.წ. კაბელების საქმეზე დავა უნდა გაგრძელდეს