სარალიძე: ვიცნობ ამათ ორმაგ სტანდარტს – კანონის მიღებით დასრულდება თავისუფალი მედია, NGO

სამწუხაროდ ე.წ.”რუსულ კანონზე”, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი.

(გამჭირვალობა არ გინდათ?) გვინდა როგორ არ გვინდა,ყველაფერში გამჭირვალობა გვინდა,დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან დამლაგებლამდე დამთავრებული.ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული(იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს,რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ).არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები,მანახე სადანა არის კორუფციაო,მაგას თუ ვერ ხედავთ სალაპარაკოც აღარაფერია.

2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ჩემი შვილი რასაც დაუყონებლივ მოყვა ცილისმწამებლური ნარატივი და მოკლული შვილის გაშავება და ჩვენი ოჯახის ამოთხრა-ამოძირკვა,ჯერ ერთი მხარე სროდა ტალახს(ე.წ. ქოცბანდა და შემდეგ ე.წ. ნაცბანდა. ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა).

რომ არ ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი”და მისი კეთილსინდისიერი გუნდი,რომ არ ყოფილიყო ქალბატონი ნესტან ლონდარიძე,რომელმაც გადადო გვერძე პირადი ცხოვრება და ჩემს განადგურებულ ოჯახს ფეხზე წამოდგომაში და ცხოვრების ფერხულში დაბრუნებაში დაეხმარა(ამის სანაცვლოდ არა ერთი დარტყმა მიიღო მისმა ოჯახმა ხელისუფლებიდან.სიტყვებიც კი ზედმეტია ნესტანის და მისი თანამშრომლების მიმართ მადლობის გამოსახატად).

ერთი თეთრიც კი არ გადამიხდია არც მე და არც ჩემებს რა მომსახურებაც მათ გამიწიეს და მიწევენ (ძალიან კარგად იცით ყველამ რა ჯდება ფინანსურად ეს მომსახურება)

ანალოგიური სიყვები შემიძლია ვისაუბრო ტელევიზიებზე რომლებმაც არ დაიზარეს და ჩვენი ტკივილი დაანახეს ქვეყანას, თუ როგორ გვთელავდა ე.წ. ხელისუფლების ტროლები და თავად ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც ანალოგიურ საქმეებზე დაყრდნობით მოგვევლინა.

არავინ იცნობს ამათ ორმაგ სტანდარტს როგორც ჩემი ოჯახი. ამ კანონის მიღებით ნელნელა დასრულდება არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიასაშუალებები, რაც მოხდა რუსეთში და ფაქტი სახეზე გვაქვს. ყველას უჩნდება კითხვა, რატომ დასრულდება? კეთილი საქმის კეთებას ვინ უშლის??? ამის პასუხი კი ყველაზე ნათელია კანონის ჩანაწერში…… დანარჩენი მოგვიანებით

წერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე Facebook-ზე და ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს.

banner
წინა სტატიაში“ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან” -სახდეპი რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაგალერი: უცხოელი აგენტები მმართველ პარტიაში არიან – საჭიროა, დასანქცირდეს ივანიშვილი