საქსტატი – თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2021 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, თებერვლის რეალური მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%-ით შემცირდა.

იანვრის ეკონომიკური ვარდნა 11.5% იყო, შესაბამისად იანვარ-თებერვლის საშუალო ვარდნა 8.3%-ია.

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ე.წ. კარტოგრაფების საქმეც მოხვდა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, ის არის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება