ელისაშვილი – რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, ის არის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება

ვადამდელი არჩევნები რომ დაეთმო ოპოზიციას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და რურუას დაუყოვნებელი გამოშვების საკითხი “ქართულ ოცნებას”, კომპრომისი და შეთანხმება შედგებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო კონკრეტული მომენტი, როცა შეთანხმებასთან ორივე მხარე ახლოს იყო, ოდნავ რომ უკან დაეხია ორივე მხარეს, როგორც რურუას, ასევე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოდირის დასკვნის მერე უარგუმენტოა.

მისი თქმით, კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე დაიხევდა უკან.

“რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, არის ის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმა ანუ ამ ქვეყნის მომავალი ეწერა, მაგრამ ვიღაცებისთვის როგორც ჩანს, კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა ან კონკრეტულ პატიმრებზე ლაპარაკი ურჩევნიათ, თითქოს ხელისუფლებას არ რჩება ბერკეტი, რომ მერე კიდევ სხვა დააპატიმროს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაკობახიძე რურუაზე – ვინც არაა პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა