საქსტატი: II კვარტალში კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასზე მეტი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების – 1 352.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდა ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში ეს მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით.

ზოგადად, საქართველოში, 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა.

banner
წინა სტატიაში“დაავალე მიშას” – ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიამესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ