მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ

მესტიაში სასტუმროების მეპატრონეები აქციას მართავენ, მათ მესტიის ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, საბანკო ვალდებულებების გადავადება, ვიდრე ტურიზმის სეზონი არ დადგება.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ ჯერ არავინ შეხვედრია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი: II კვარტალში კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასზე მეტი იყო
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს ეპიდვითარებას, იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით